weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კრემლმა საქართველოს მიმართულებით ფრენებზე აკრძალვის მოხსნის პირობა დაასახელა

13:42 შაბათი, 22 ივნისი 2019

საქართველოში ვითარების ნორმალიზაცია იქნება პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაში რუსულ ავიაკომპანიებს კვლავ შეეძლებათ საქართველოში ფრენა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„საქართველოში ვითარება ნორმაში უნდა ჩადგეს და გაქრეს ნებისმიერი საფრთხე, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ემუქება“, – განაცხადა პესკოვმა.

21 ივნისს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტული ზომების თაობაზე. შედეგად, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან ეკრძალებათ სამოქალაქო და კომერციული ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია, დროებით შეწყვიტონ საქართველოში ტურების გაყიდვა, მთავრობას კი დაევალა, მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების, ასევე მათი ბარგის, სამშობლოში დასაბრუნებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]